საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, 48 წლის ელზა ქადაგიშვილი, იგივე „ობობა“ დააკავა, რომელიც 4 ყაჩაღობასა და 9 ქურდობაშია ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, სერიული მძარცველი მარტო მოქმედებდა და მისი სამიზნე ძირითადად მოხუცი პენსიონერები იყვნენ.
დაკავებული ჯერ დამხმარის სტატუსით შედიოდა ნდობაში მსხვერპლთან, შემდეგ კი საჭმელში ფსიქოტროპული აბებს ურევდა, თიშავდა და ძარცვავდა.
ელზა ქადაგიშვილი, დუშეთის რაიონის სოფელ ბიჩნიკაურის მკვიდრია. ის საბერძნეთში სამუშაოდ საქართველოდან 16 წლის წინ წავიდა, ახლა კი მის სახლში მოხუცი ნათესავი ცხოვრობს, რომელთანაც დაკავებულს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.
დუშეთში ადასტურებენ, რომ მეზობელი ოჯახი მოულოდნელად გამდიდრდა. ბოლოს ელზამ საბერძნეთიდან შვილს სამი ძვირიანი ავტომობილის შესაძენად საჭირო ფულიც გაუგზავნა.
ქართველ სერიულ მძარცველს ახლა ბერძენი ადვოკატი იცავს.