„COVID-ის შემთხვევების პიკს ველოდებით“ - თენგიზ ცერცვაძე

„COVID-ის შემთხვევების პიკს ველოდებით“ - თენგიზ ცერცვაძე

5-07-2022, 22:41 - 2022
880
       

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, შემოდგომისთვის კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკი დაფიქსირდება.

წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში“, - წერს თენგიზ ცერვაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები