5 ივლისიდან ერთი წლის თავზე ,,ალტ-ინფო“ ჟურნალისტებს თავს ისევ დაესხა

5 ივლისიდან ერთი წლის თავზე ,,ალტ-ინფო“ ჟურნალისტებს თავს ისევ დაესხა

5-07-2022, 18:00 - 2022
645
       

ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ტელეკომპანია თავად ავრცელებს. 

,,თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც", - ამბობს ჟურნალისტი.  

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები