საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა ამ კვირაში, სავარაუდოდ, 2 დღეში გასაჯაროვდება.
ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო გუნდმა მუშაობა უკვე დაასრულა.
„დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე ამ კვირაში იქნება მზად. რაც იკვეთება ამ ეტაპზე, უკვე დოკუმენტირებულად და დადასტურებულად, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გორის ჰოსპიტლიდან მოყოლებული დღემდე, რაც ძირითადად უკავშირდება მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, სტატუსს და ასევე რეფიდინგის არასწორად ჩატარების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებს. ჩართულია სპეციალისტი გერმანიიდან, ეს არის ზოგადი ქირურგი, რომელსაც აქვს გამოცდილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ოპერირების და ასევე იგი არის მკურნალი, მას გააჩნია როგორც ქართული ლიცენზიები, ასევე, გერმანული ლიცენზია. ჩვენ ექსპერტთა ჯგუფს ურყევად მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განკურნება“, - ამბობს „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.