რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა

3-07-2022, 22:48 - 2022
551
       

პარლამენტის წინ შეკრებილებიდან 3 000 ადამიანი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება.
 
ამის შესახებ ინიციატივა ტრიბუნიდან გიორგი მშვენიერაძემ გააჟღერა და თქვა, რომ ამ ადამიანებს წინ თავად გაუძღვება.
 
პირველ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას 1 საათსა და 40 წუთში ეწურება ვადა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა. ეს ვადა იყო, გადამდგარიყო სამარცხვინო ღარიბაშვილი, მისი სამარცხვინო მთავრობით და მოგვცემოდა საშუალება, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა...
 
პირველი ნაბიჯი - გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან-"ქართული ოცნების" ოფისთან. აქედან 3 000 ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები! მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით "ქართული ოცნების" ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია
“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები