მოძრაობა „სირცხვილია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ პრემიერ ღარიბაშვილსა და მის მინისტრთა კაბინეტს დრო დღეს 00:00 საათამდე აქვთ.
„ღარიბაშვილსა და მის მთავრობას გადადგომის მოთხოვნის შესასრულებლად, ვადა შუაღამემდე აქვთ. ჩვენი შემდგომი გეგმები 00:00 საათისთვის გახდება ცნობილი. #თბილისიპროტესტი“, - წერს სირცხვილია Twitter-ზე.