დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვინც აცრილია და ბუსტერიც გაკეთებული აქვს, სასურველია, მეორე ბუსტერი გაიკეთონ.
გამყრელიძემ განცხადება ცოტახნის წინ გაავრცელა.
„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და ბუსტერიც გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე ბუსტერი გაიკეთონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.