„საქართველოში გარკვეულ უკანგადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ“ - ჩეხეთის ელჩი

„საქართველოში გარკვეულ უკანგადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ“ -  ჩეხეთის ელჩი
2-07-2022, 23:14 - 2022
458

„საქართველოში გარკვეულ უკანგადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ“, - ამის შესახებ „TV ფორმულას“ ეთერში ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ ისაუბრა. 

ჩეხეთის ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მოლდოვის ახალმა მთავრობამ, ახალმა პრეზიდენტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაიარა რთული და სიღრმისეული რეფორმების გზა და ამით გამოიკვეთა პროევროპული ტენდენცია. საქართველოში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უკან არის გადადგმული - არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები დაფიქსირდა საქართველოში, რაც არამხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უკანაც მიჰყავს. სწორედ ეს უნდა მოგვარდეს ამ 6 თვის განმავლობაში. ცალსახად უნდა გაიაზროს მთავრობამ და ოპოზიციამ, რისი გაკეთება სურს.

ევროკავშირისთვისაც სწორედ ეს არის მოლოდინი - არამხოლოდ გეგმის წარდგენა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო
“, - ამბობს ელჩი. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა