აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, სიტუაცია შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს.
„საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„ენბისის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება აიძულოს მას ჯარის გაგზავნა უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა. რადგან, როგორც მან აღნიშნა, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან, ეს მსოფლიო ომია.