თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა
2-07-2022, 13:53 - 2022
639

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. 

მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ამის შემდეგ კი შადრევანში ჩავიდა. 

ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფები მათი ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ, რად დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.

შსს-მ 2 ივლისს გამთენიისას 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის ფესტივალს ეწინააღმდეგებოდნენ და მის ჩაშლას ცდილობდნენ. ღონისძიება დახურულ ფორმატში იმართებოდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა