თბილისში, დიდ დიღომში ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს

2-07-2022, 12:20 - 2022
1 351
       

ბუნებრივი აირის გაჟონვას დიდ დიღომში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.  შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა.

ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები