აშშ-ის საელჩო „ტვ პირველის“ დირექტროზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება.
საელჩო წერს, რომ აღნიშნულ საქმეს სწავლობენ.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“, - წერს აშშ-ის საელჩო
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, „ტვ პირველის“ მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.