ოხანაშვილი, ოდიშარია, ზარქუა - ხელჩართული დაპირისპირება აშშ-ის საელჩოში

ოხანაშვილი, ოდიშარია, ზარქუა - ხელჩართული დაპირისპირება აშშ-ის საელჩოში
30-06-2022, 21:50 - 2022
981

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ტვ პირველის“ მფლობელს, ვატო წერეთელს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების" დეპუტატები.

ვატო წერეთელმა ოხანაშვილთან ერთად ოდიშარია, ზარქუა და  მგალობლიშვილი დაასახელა.

მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მოიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ეს ლაჩრები. ელჩი იყო ალბათ 50 მეტრში, სავარაუდოდ", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა