თელავში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდა დღეს ბუკა პეტრიაშვილი და ლაშა ბუღაძე, რომლებსაც ევროკავშირის დადებით ხმარეებზე უნდა ესაუბრათ.
თუმცა თელავის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
თელავის საკრებულოს წევრებმა, „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მუზეუმის ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს.
მათი განცხადებით, პროტესტის მიზეზი ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებაა, რითაც კახელებს და მთლიანად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა.
კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს ალექსანდრე შათირიშვილმა - თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა, ასევე ნიკო ლაშხი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.