ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოსტის დაკავებიდან ერთ წელში თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოსტის დაკავებიდან ერთ წელში თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
30-06-2022, 13:49 - 2022
563

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფთალი ბენეტი პოლიტიკიდან დროებით მიდის. 

ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბენეტი პოლიტიკიდან ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ წავა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. ბენეტი ამ საკითხზე ისრაელის მოსახლეობას ადგილობრივი დროით 8 საათზე მიმართავს. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირას გადაწყვიტა. სამართლებრივი და სადღესასწაული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები, ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ 25 რიცხვში ჩატარდება. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა