ნატო-მ შვედეთი და ფინეთი სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.
ამის შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურების განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.