„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და მოსამართლემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და მოსამართლემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა

29-06-2022, 18:23 - 2022
1 388
       

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. 

მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პროკურატურაში უკვე გამოკითხეს. 

როგორც კი გაჟღერდა და ვნახე, რომ არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ მე მეხებოდა და ჩემთან დაკავშირებულ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მე ჩემივე ინიციატივით მივმართე შესაბამისი განცხადებით პროკურატურას და მოვითხოვე ამ ფაქტის გამოძიება. შესაბამისად, დავიკითხე მოწმის სახით“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები