„თბილისი პრაიდი“ შსს-ს პასუხობს და წერს, რომ უმნიშვნელოვანესია უწყების დღევანდელი განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს.
მათივე თქმით, უნდა დააკავონ გასული წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც მუქარას ისევ აგრძელებენ:
„უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!
უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“, - წერს „თბილისი პრაიდი“.