ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა.
პოლიცია, სავარაუდოდ, ორ დამნაშავეს ეძებს. მკვლელობის ადგილზე, პოლიციის მისვლამდე, ავტობუსის მგზავრები აღმოჩდნენ - ორმა მათგანმა სავარაუდო დამნაშავეები მიმალვის მომენტში დაინახა.
ასევე ამოღებულია ჩანაწერები ტრანსპორტის სათვალთვალო კამერებიდან, სადაც სავარაუდო დამნაშავეები, შესაძლოა, ჩანდნენ.
გამოძიების ოქროს მოწმე კი ლევან აბულაძეა, რომელსაც ლევან კაჭარავა წყნეთში მიჰყავდა.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და ქილერებმა შეასრულეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით გრძელდება.