თბილისში, ბაგებში, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მას 20-ჯერ ესროლეს. ბიზნესმენი ადგილზევე გარდაიცვალა, გადარჩა მხოლოდ მისი მძღოლი.
ცნობილი ხდება, რომ ლევან კაჭარავას უცნობილი პირები ბაგების გზაზე მანქანით უკან მიყვებოდნენ. ასევე როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, შსს ეძებს სამ პირს, რომლებიც ყოფილი სამხედროები ან სამხედრო უნარების მქონე იყვნენ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ლევან კაჭარავას უთანხმოება ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან და ძებ მიქაძეებთან. უთანხმოების მიზეზი მიწის ნაკვეთი იყო, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი არ თმობდა.
მკლელობიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლევან კაჭარავას მკლელობა ნიკო კვარაცხელიას მამამ დაუკვეთა, მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დაკავებულებს ლევან კაჭარავა მფარველობდა. კვარაცხელიების ოჯახმა განცხადება მალევე გააკეთა და აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო.
ლევან კაჭარავა „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან, იგივე ზარალასთან ერთად Silk Road Group დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით მან და რამიშვილმა ბიზნესები გაიყვეს და კაჭარავა სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი გახდა, მათ შორისაა ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობა ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო. ბოლო წლების განმავლობაში ლევან კაჭარავა საფრანგეთში ცხოვრობდა და თბილისში მცირე ხნით ჩამოდიოდა. ახლაც ის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა თბილისში და ქვეყანა ერთ კვირაში უნდა დაეტოვებინა.
ლევან კაჭარავას სახელი 1992 წელს ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ მხედრიონთან დაპირისპირებული ძმები ვერის სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელობას თორაძეების არასრულწლოვანი დაც ესწრებოდა, რომელმაც გუშინ ლევან კაჭარავას მკვლელობის შემდეგ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნებინათ, სადაც წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან კაჭარავაც კავშირში იყო.