ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.