რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოსახლეობამ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოსახლეობამ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა

24-06-2022, 21:52 - 2022
877
       

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი“ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა.
 
მოსახლეობამ ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად ვადა ერთი კვირა მისცა.
 
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.
 
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს
“, - განაცხადა აქციაზე, „სირცხვილიას“ ხელმძღვანელმა, შოთა დიღმელაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები