კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს ჯერ არა - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს ჯერ არა - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება
23-06-2022, 18:23 - 2022
477

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ბრიუსელში დღეს დაიწყება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა