რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 2010 წელს რკინიგზის აღსადგენად მიღებული კრედიტი 2034 წლამდე გადაუვადა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვალის გადავადების პროცედურას მხარი პარლამენტმა დაუჭირა.
კრედიტის ოდენობა 121,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 1,2 მლრდ რუბლია.