სამეგრელოს დიდი ნაწილი დაიტბორა - ძლიერი წვიმის შედეგად განადგურებულია ნათესები.
წალენჯიხის სოფელ საჩინოში მოვარდნილმა ღვარცოფმა შიდა გზები წაიღო, ამასთან დაიტბორა ხიდები და სახნავ-სათესები. სტიქიამ გაანადგურა მოცვის პლანტაციები.
ანალოგიური ვითარებაა ზუგდიდისა და ხობის რაიონშიც. დატბორილია სენაკის რაიონიც.