ილვესი: რომ გვცოდნოდა, პუტინი კრემლში 2030 წლამდე დარჩებოდა, შესაძლოა, ქართველებისა და უკრაინელებისთვის 2008 წელს გვეთქვა, რომ ნატო-ში ვიღებთ

ილვესი: რომ გვცოდნოდა, პუტინი კრემლში 2030 წლამდე დარჩებოდა, შესაძლოა, ქართველებისა და უკრაინელებისთვის 2008 წელს გვეთქვა, რომ ნატო-ში ვიღებთ

10-02-2022, 19:10 - 2022
612
       

„რომ გვცოდნოდა, პუტინი კრემლში 2022 წლამდე დარჩებოდა, უფრო მეტიც, 2030 წლამდე, შესაძლოა, მაშინ გვეთქვა ქართველებისა და უკრაინელებისთვის, რომ მათ ნატო-ში მივიღებდით”, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ, რომ უკრაინა და საქართველო ჯერ არ მიგვეღო ნატოში,  პუტინს მწვანე შუქი აუნთო ორივე ქვეყანასთან მიმართებაში ნებისმიერი ქმედების ჩადენისათვის. 

„პუტინმა ბუშს უთხრა, „უკრაინა – ეს არ არის სახელმწიფო. ბუშზე ამან ძალიან იმოქმედა, მახსოვს ყველას ამას უყვებოდა. მაგრამ გადაწყვეტილება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის არ გაგვეღო წევრობის კარი, მიიღო უბრალოდ ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, რომლებმაც თქვეს – არა. მახსოვს, განსვენებული პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი აღელდა და გერმანიის დელეგაციასთან იკამათა ამაზე. ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილი კომპრომისი შემუშავდა – გაიცა პირობა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, მაგრამ არ უთქვამთ კონკრეტული თარიღები. ამ გადაწყვეტილებამ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი ქმედების ჩადენისთვის“, - განაცხადა ილვესმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები