დღეს 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მსვლელობას მართავენ.
DailyInfo.Ge-მ Mapchecking.com-ის დახმარებით აქციაზე მყოფი მოქალაქეების დაახლოებითი რაოდენობა გამოთვალა.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით პირველი საჯარო სკოლიდან „თავისუფლების მეტრომდე“ დიდი სიმჭიდროვით იყვნენ - რაც კვადრატულ კილომეტრზე მაქსიმუმ 4 ადამიანის ყოფნას გულისხმობს.
ამ სიმჭიდროვის მიხედვით პირველი სკოლიდან „თავისუფლების მეტრომდე“ აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 22 501 უნდა იყოს, თუმცა ცდომილება +/- ს შორის აუცილებლად იქნება. შეუძლებელია ზუსტი სიმჭიდროვის გამოთვლა.
აქციის მონაწილეების შედარებით ნაკლები სიმჭიდროვით იდგნენ გზის პერიფელიებზე პარლამენტის მხარეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან პირველ საჯარო სკოლამდე - შესაბამისად 3 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორაზე 17 247 ადამიანი იყო.
მესამე ლოკაცია ქართული სახვით ხელოვნების მუზემია, რომლის წინაც, ტროტუარზე მოქალაქეთა რაოდენობა დაახლოებით კვადრატულ კილომეტრზე 2.50 კაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირის მეორე ხმარეს, პერიფერიებზე დაახლოებით 1 180 ადამიანი იყო.
20 ივნისის აქციაზე, პარლამენტის წინ დაახლოებით 40 928 ადამიანი იყო, თუმცა ეს ზუსტი რიცხვი ვერ იქნება, იქედან გამომდინარე, რომ თავისუფლების მოედნის ტერიტორიისკენ და სხვა დანარჩენ პერიფერიებზე მოქალაქეთა რაოდენობა შეიმჩნეოდა, თუმცა მათი სიმჭიდროვე არასტანდარტული იყო და გაფანტულები იყვნენ. ასევე შესაძლოა, რომ ძირითად ლოკაციებზე სიმჭიდრო ან მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.