Aljazeera: ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში EU-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად

Aljazeera: ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში EU-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად

20-06-2022, 22:22 - 2022
803
       

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია „შინ ევროპისკენ“  საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
 
Aljazeera წერს, რომ აქციაზე, რომელიც პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა დააორგანიზეს, 60 000 დემონსტრანტი გამოვიდა.
 
 „ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატურის გადადების რეკომენდაცია გასცა.
 
საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ მარშზე -„შინ ევროპისთვის
“, - ვკითხულობთ სტატიაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები