საქართველოს რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით სპეცდანიშნულების რაზმების გადაყვანა იგეგმება

საქართველოს რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით სპეცდანიშნულების რაზმების გადაყვანა იგეგმება

20-06-2022, 12:13 - 2022
829
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, დღეს რუსთაველზე დაგეგმილი აქციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო შენაერთები და სპეცრაზმი მოამზადა.
 
კაპანაძე არ გამორცხავს, რომ „ქართული ოცნება“ პროვოაციისთვის ემზადებოდეს.
 
შსს-ში გაიცა ბრძანება, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან საპოლიციო შენაერთდები ჩავიდნენ თბილისში, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლები, ისინიც კი ვინც ამ მომენტისთვის უნდა ყოფილიყვნენ შვებულებაში. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემზადება, როგორც ჩანს პროოკაციებისთვის, მაგრამ ვაფრხილებ ხელისუფლებას არ გაბედიონ არანაირი პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები