თბილისში ავტომობილი 3 ადამიანს დაეჯახა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

თბილისში ავტომობილი 3 ადამიანს დაეჯახა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

20-06-2022, 09:48 - 2022
1 093
       

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
 
მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ სამ ადამიანს დაეჯახა.
 
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
 
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები