მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციას „შინ ევროპისკენ“ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც უერთდებიან.
„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ვუერთდებით 20 ივნის 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას!
შევიკრიბოთ 20 ივნისს 19:00 საათზე ფილარმონიასთან და მსვლელობით დავიძრათ საქართველოს პარლამენტისკენ!“, - წერენ სტუდენტები.