მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციას „შინ ევროპისკენ“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპას) სტუდენტებიც უერთდებიან.
ე.წ. „ივენთი“ Facebook-ზე უკვე გამოჩნდა.
„ჯიპას სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას! შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 20 ივნისს 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პატლამენტისკენ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროპული მომავალი რომელიც საფრთხეშია! მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და რუსეთ უკრაინის ომის პარალელურად საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ევროპული იჯახის სრულფასოვანი წევრი!
შინ ევროპისკენ!“,- წერენ სტუდენტები.