„ილიაუნისა“ და „თსუ“-ს სტუდენტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან

„ილიაუნისა“ და „თსუ“-ს სტუდენტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან
19-06-2022, 21:01 - 2022
573

20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაგეგემილ აქციას „თსუ“-ს სტუდენტებიც შეუერთდებიან. 
 
სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადება:
 

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე - წავალთ დასავლეთისკენ და დავუბრუნდებით ჩვენს ცივილიზაციურ აკვანს, თუ კვლავ აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის მარწუხებში.
ჩვენი წინაპრების მკაფიო არჩევანი, ჩვენი ევროპული მომავალი, საფრთხის წინაშეა.
ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება. ჩვენი საერთო მომავალი არის დასაცავი და გადასარჩენი!
სწორედ ამიტომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (მიუხედავად პოლიტიკური თუ პარტიული განსხვავებებისა) გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ 20 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციას.
20 ივნისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში, გელოდებით ყველა თსუ-ელს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ევროპული, ღირსეული მომავალი.
ერთად გადავინაცვლოთ რუსთაველის გამზირისკენ! 
ახლა ერთობის დროა! ეს ბევრად მეტია, ვიდრე ვიღაცის ვიწრო პარტიული ინტერესები და შეხედულებები. ახლა - ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ერთად ვმარცხდებით.
არჩევანი ჩვენზეა! გელოდებით“, - წერენ სტუდენტები.

აქციას „შინ ევროპისკენ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.
 
განცხადება  მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს:
 
ილიაუნის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისის 20:00 საათზე ევროპული მომავლისთვის დაგეგმილ აქციას!
ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხო გარემო, რომელიც საფრთხეშია! რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ ახლა თავისუფალი სამყარო საფრთხეშია, საქართველომ რუსეთის სისხლისმღვრელი პოლიტიკა ბევრჯერ გამოსცადა სწორედ ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც ემყარება მშვიდობას ევროპულ ოჯახთან ერთად!
შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პარლამენტთან!
“, - წერენ სტუდენტები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა