ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ალიანსი უარესი შედეგებისთვის მზად უნდა იყოს.
მისივე თქმით, უკრაინაში მდგომარეობის მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია პოლიტიკური გზებით.
„რუსებმა უკვე მოუყარეს თავი 100 ათას მძიმედ აღჭურვილ დანაყოფს, ჩვენ აგრეთვე ყურადღებით ვაკვირდებით რუსულ განლაგებას ბელარუსში, რომელიც ყველაზე დიდია „ცივი ომის“ შემდეგ. ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება და შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო კლებულობს. ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის. კვლავ ფართო რჩება საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის პოვნა. ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი წამყვან როლშია, როგორც სამხედრო, აგრეთვე დიპლომატიურ საკითხებში. მისასალმებელია თქვენი შეთავაზება ნატო-სთვის მეტი ჯარის, ხომალდისა და თვითმფრინავის მიწოდებაზე, აგრეთვე დამატებითი დანაყოფების განლაგებით პოლონეთში, თქვენ აჩვენეთ მოკავშირეთა სოლიდარობა მოქმედებაში. დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს ნატო-ს საბრძოლო ჯგუფს ესტონეთში. ყოველივე ეს მკაფიო გზავნილს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ყველა მოკავშირეს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს აქტიური დიპლომატია ნატო-ს ლიდერებთან ერთად, რომლებიც რუსეთთან დეესკალაციისთვის მუშაობენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.