წვიმა და ელჭექი - 19-21 ივნისის ამინდის პროგნოზი

წვიმა და ელჭექი - 19-21 ივნისის ამინდის პროგნოზი

19-06-2022, 00:15 - 2022
761
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათბში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები