ევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.
„ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან და ეს არის პრორეფორმული, ანტიკორუფციული, პროევროპული მომავალი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან ახლა უკვე გამოიკვეთა. დიდი გზა აქვს დარჩენილი მოლდოვას, განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირების სფეროში. მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საჭირო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლიდერების სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.