ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
ამ თემაზე მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.