დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

16-06-2022, 15:36 - 2022
554
       

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები რუსეთის ეკლესიის მეთაურის უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო დაწესდა.
 
ჩვენ მიზანში ამოვიღებთ ყველას, ვინც პუტინის ომს უკრაინაში უჭერს მხარს, რომელმაც უკრაინაში ენითაღუწერელი ტანჯვა გამოიწვია. მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“,- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები