პოროშენკო საქართველოს და ქართველ ხალხს მიმართავს

პოროშენკო საქართველოს და ქართველ ხალხს მიმართავს
16-06-2022, 00:44 - 2022
1 904

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ"“, - ასე მიმართა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს.
 
ამის შესახებ პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
 
პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

კომენტარები
რეკლამა