ევროკომისია უკრაინა-მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემს - „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი

ევროკომისია უკრაინა-მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემს - „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი
13-06-2022, 19:01 - 2022
835

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიეცემა გარკვეული პირობებით.
 
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიას კითხვები აქვს.
 
ევროკომისიას დღეს საორიენტაციო დებატები ჰქონდა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადზე.
 
როგორც ჩანს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიეცემა გარკვეული პირობებით, თუმცა საქართველოზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია. გადაწყვეტილება იქნება პარასკევს და შემდეგ კვირას წევრი ქვეყნები საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ
“, - წერს ჟურნალისტი.

კომენტარები
რეკლამა