ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა.
კარენ დონფრიდი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ომი და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში შეხვედრები გამართა კარა მაკდონალდმაც, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისაგან მიიღო.