რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

10-02-2022, 11:01 - 2022
550
       

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, წვრთნები ათდღიანი იქნება. მასში მონაწილეობას 30 000 რუსი სამხედრო მიიღებს. გარდა ამისა, წვრთნებში მონაწილეობას „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს.

აშშ რუსეთის ამ ქმედებას უკრაინაში არსებული ვითარების „გამამწვავებელ“ ქმედებად აფასებს. დასავლური ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში შეიჭრას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები