თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს

თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს

10-06-2022, 13:53 - 2022
658
       

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს.
 
მისი განცხადებით, ბიზნესმენის ექსტრაიდრებას თურქეთი 2018 წელსაც ითხოვდა.
 
ის საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენი. ის დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა. მაშინ, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრაიდრება და ახლაც ველით ამას. ამჟამად ის გასამართლებულია როგორც საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა როგორც თურქეთის მოქალაქე, თუმცა ჩვენ კვლავ ვითხოვთ მის ექსტრადირებას“, - ამბობს ელჩი.
 
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვაზე წარუდგინა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები