რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყნის ჰაკერულ ჯგუფებს, მათ შორის ქართულს, კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებით, მათ წინააღმდეგ გააქტიურებულია 22 ჰაკერული ჯგუფი აშშ-დან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.
„რუსეთის წინააღმდეგ უკანონო ოპერაციებში ჩართულია 22 ჰაკერული ჯგუფი, ყველაზე აქტიურებია IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (აშშ), GNG (საქართველო), Squad303 (პოლონეთი)“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი, ანდრეი კრუტსკიხი.