აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი Financial Times-სთან ინტერვიუში პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა.
ფაუჩი იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, მათ შორის ნიღბების სავალდებულო ტარება, გაუქმდება.
„ამ ვირუსის სრულად აღმოფხვრას არავითარი გზა არ გვაქვს, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები, სავარაუდოდ, მალე წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.