რა სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს? - EPP რეზოლუციას ამზადებს

რა სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს? - EPP რეზოლუციას ამზადებს
7-06-2022, 23:48 - 2022
1 170

„ევროპის სახალხო პარტია“ ამზადებს პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს.
 
დებატები 8 ივნისს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა მომდევნო დღეს.  თავდაპირველად რეზოლუციის ტექსტი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.
 
აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევას ეხება.
 
რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა