რაგბის კავშირი განმარტებებს აკეთებს

რაგბის კავშირი განმარტებებს აკეთებს

9-02-2022, 17:23 - 2022
570
       

რაგბის კავშირის განცხადებით, რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთობლივი შეკრება არ იგეგმება.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებაზე შიდა სამუშაო განხილვა მიმდინარეობდა.
 
„მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბიში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. 
 
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე“, - ნათქვამია
რაგბის კავშირის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები