საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი გაანადგურა და ლიდერის პოზიცია დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი გაანადგურა და ლიდერის პოზიცია დაიკავა
6-06-2022, 01:07 - 2022
641

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები სტუმრად ანგარიშით 2:5 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
 
ანგარიში მატჩის მე-4 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გახსნა, 31-ე წუთზე კი საკუთარ კარში ბურთი ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ანდრეა ხრისტოვმა გაიტანა. პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.
 
მეორე ტაიმში ბულგარეთის ნაკრებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება შესძლო, გოლი 50-ე წუთზე ატანას ილევიმ გაიტანა, ორ წუთში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა. ხუთ წუთიან ინტერვალში ჯვაროსნების შეტევისას 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია და ანგარიში 3 ბურთიანი სხვაობით გაიზარდა. მატჩის ბედი  69-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გადაწყვიტა და ანგარიში 1:4 გახადა. 83 -ე წუთზე ბულგარეთის ნაკრებმა სხვაობა ისევ შეამცირა, რასაც 94-ე წუთზე მათ კართან დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ნიკა კვეკვესკირმა გოლის გატანა ვერ შეძლო და საბოლოო ანგარიში 2:5 დაფიქსირდა. 
 
ერთა ლიგის C4 ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს საქართველოს ნაკრები იკავებს, მეორეზე ჩრ. მაკედონიის ნაკრებია 4 ქულით, მესამეზე ბულგარეთს ნაკრები 1 ქულით და ბოლო ადგილზე გიბრალტარი 0 ქულით.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა