სომხეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია - ერევანში მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სომხეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია - ერევანში მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

3-06-2022, 23:41 - 2022
708
       

სომხეთში საპროტესტო აქციები იმართება.
 
ცოტა ხნის წინ, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის  შეტაკება მოხდა, არიან დაკავებულები და დაშავებულები. 
 
სომხური მედიის ცნობით, ერევანში, სამთავრობო დასახლების მიმდებარედ, მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 
 
ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი, შუშან დანიელიანი ამბობს, რომ საღამოს ჰერაცის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით 7 მოქალაქე გადაიყვანეს. ამჟამად მათ გამოკვლევა უტარდებათ.
 
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები