„დროა, საქართველომ მიხედოს საქმეს“ - ჰარცელი

„დროა, საქართველომ მიხედოს საქმეს“ - ჰარცელი

30-05-2022, 13:17 - 2022
835
       

„მე ველი, რომ კომისიის მოსაზრებები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკვე მომდევნო კვირაში“,-  ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა EU-ს კანდიდატობის განაცხადთან დაკავშრებით განაცხადა.
 
ჰარცელმა პროგნოზებზე საუბრისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მთავარია, საქართველომ მიხედოს საქმეს და გააკეთოს ყველაფერი რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის.
 
მინდა მადლობა გადავუხადო ამ კონფერენციის ორგანიზატორებს, რადგან ის ეხება უმნიშვნელოვანეს საკითხს - ომს უკრაინაში და ტექტონიკურ ცვლილებებს, რომლებიც ხდება ევროპასა და მთელ რეგიონში. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება შედეგი საბოლოოდ, ცხადია, რომ ევროპა ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ მე დღეს ყურადღებას გავამახვილებ იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ეხება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 
 
მე ველი, რომ კომისიის მოსაზრებები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკვე მომდევნო კვირაში მოხდეს. ამის შემდეგ იქნება განხილვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩართულობით და საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდება დღეიდან დაახლოებით ერთ თვეში.
 
მე არ მინდა, სპეკულირება დავიწყო შედეგებზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის, მოლოდინზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ მათ გარეშე, მთავარი მაინც ერთია: დროა, საქართველომ მიხედოს საქმეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. პოლიტიკოსების სიძლიერე აქ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამით გამოხატავენ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. 
 
მე ამ თემაზე არ გავაკეთებ იმაზე მეტ კომენტარს, ვიდრე რაც რამდენიმე დღის წინ ვთქვი. მე ისევ იმ პოზიციაზე ვარ და ეს ის საკითხია, რომელსაც აუცილებლად დავაკვირდებით და აქ ვგულისხმობ როგორც სამართლებრივ პროცესს ასევე გავლენას მედია პლურალიზმზე.   
 
როგორც იცით, ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე და მთავარი არის ღირებულებები. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, როდესაც ახალ ქვეყანას შემოაქვს წევრობაზე განაცხადი. საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ უფლებებსა და რა თქმა უნდა კანონის უზენაესობაზე
“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები